ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • rustavi2.ge
  • 3 სექტემბერი 22:38, 2020 წელი

ბათუმში, საქართველოს ბანკის „სოლოს“ ფილიალის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან ერთი ორსული ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ აქვეყნებს.

ორივე მათგანი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1568 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 19 გარდაცვლილია.


ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 185 ადამიანი იმყოფება. კოვიდცენტრებში კი, 262 პაციენტი მკურნალობს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge