ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ - პაატა იმნაძე

  • rustavi2.ge
  • 3 სექტემბერი 18:57, 2020 წელი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განაცხადებით, კიბერთავდასხმისას ვერავინ ვერფერს მოიპარავდა, რადგან ლუგარის ცენტრში საიდუმლო ექსპერიმენტებს არ ატარებენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, საინფორმაციო შეტევის მაგალითები პირველი არ არის და ეს უკვე არავის უკვირს.


„მაგათი არ გვეშინია, რადგანაც ჩვენ აქ რაიმე საიდუმლო ექსპერიმენტები არ გვაქვს და შესაბამისად, ვერაფერს მოიპარავდნენ. მეორეც, მე არ მაწუხებს ქვეყნის გარედან რას აკეთებენ. მე მაწუხებს ის, რომ ქვეყნის შიგნიდან გვიტევენ. გარედანაც და შიგნიდანაც ერთნაირად გვიტევენ, მიჩვეულები ვართ მაგას. მაგისთვის არ გვცალია ახლა, COVID-ს ვებრძვით და ჩვენი საქმე ეგ არის,“ - აცხადებს პაატა იმნაძე „რუსთავი 2“-თან.


ინფორმაციისთვის, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა განხორციელდა, ჰაკერებმა პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოიპარეს.
 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge