შაქარაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტი კამერებთან პირველად გამოჩნდა

  • rustavi2.ge
  • 2 სექტემბერი 23:00, 2020 წელი

18 ივნისის საბედისწერო ღამის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ქათამაძე კამერასთან პირველად გამოჩნდა.

ქათამაძის კომენტარს „კურიერი“ ექსკლუზიურად ავრცელებს.


„არ ვიცი რა შუაში ვიყავი. არ ვიცი რატომ გამისწორდნენ“.


ჩვენებების მიხედვით, ქათამაძეს მერსედესის ყველა მგზავრი გაუსწორდა, გარდა გიგა ტატიაშვილისა, ასევე, ქათამაძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა იმ ორმა არასრულწლოვანმა, ვინც ექვსეულისკვალდაკვალ გადაადგილდებოდა.


ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს. ტრაგედიას წინ წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. ფაქტზე გამოძება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 17 პირი. აქედან 5-ს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge