ვის როგორი ყვავილი უნდა აჩუქოთ და რას ნიშნავს ერთი ცალი ვარდის მირთმევა?

  • თბილისელები
  • 3 სექტემბერი 12:06, 2020 წელი

ყვავილი თითქმის ყველა ქალს უყვარს, მათ შორის იმათაც, ვინც ამას არ აღიარებს. ყვავილის ჩუქება პატივისცემისა და სიყვარულის გამომხატველია, თუმცა ნებისმიერ თაიგულს თავისი ახსნა აქვს. ეზოთერიკოსი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს თუ ვის რამდენი ყვავილი უნდა აჩუქოთ და კონკრეტულად, რომელ ყვავილს რა დანიშნულება აქვს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- რა დანიშნულება აქვს ყვავილთა რაოდენობას თაიგულში?


- ცოცხალ ადამიანს უნდა აჩუქოთ ხოლმე კენტი რაოდენობის ყვავილი, მკვდრისთვის კი მიაქვთ წყვილი შემადგენლობით. საერთო ნუსხა კი ასეთია: ერთი ყვავილი გრძელი ყუნწით – ნიშანია ყურადღებისა და პატივისცემისა; სამი – პაემანზე დაპატიჟებას ნიშნავს; ხუთი – სიყვარულში გამოტყდომაა; შვიდს – ნიშნობისა და სიყვარულის დანიშნულება აქვს; ცხრა – მეგობრობის გამოხატულება, თერთმეტი კი – მეგობრობის სურვილია; ცამეტი - ყოყმანს ნიშნავს, თხუთმეტი კი – მეგობრული განწყობაა. საერთოდ, რწმენა იმისა, რომ წყვილი რაოდენობის ყვავილი უბედურებას იზიდავს, ქრისტიანობამდე იღებს სათავეს, როცა წყვილი რიცხვი ციკლის დასრულებას ნიშნავდა, ლუწი კი - ბნელი ძალებისგან დაცვას.


- ვის რომელი ყვავილი უნდა ვაჩუქოთ?


- დავიწყოთ ვარდით, რომელიც შესაფერისია ყველასთვის და შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის ადამიანს აჩუქოთ. ოღონდ თეთრ თაიგულს უძღვნიან პატარძალს, უმანკოებისა და სისპეტაკის ნიშნად, წითელი ვარდები კი ნიშნავს სიყვარულსა და ვნებას. ქრიზანთემა აღიარებისა და მეგობრული განწყობის გამოსახატავად მიაქვთ, მათგან წითელი – სიყვარულში გამოტყდომაში დაგეხმარებათ, თეთრი – წრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს, ყვითელი კი - ნაზ გრძნობებს აღძრავს. საერთოდ, ეს ყვავილი საჩუქრად მიაქვთ მხოლოდ ახლობლებისთვის. ტიტები - სიხარულისა და ბედნიერების სიმბოლოა, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მიართვათ და ფერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ლილიები პატარძალს შეეფერება უბიწოებისა და სისპეტაკის ნიშნად და რა თქმა უნდა, საქორწინო თაიგული თეთრი უნდა იყოს. ჰერბერები ძალიან მიმზიდველია, გვირილებს ჰგავს და შეგიძლიათ აჩუქოთ გოგონას, ყურადღებისა და გრძნობებში გამოტყდომის ნიშნად.

წყარო: თბილისელები