მერსი სულხანიშვილის: ავადმყოფი მგონია, ვისაც ფული არ უყვარს

  • თბილისელები
  • 2 სექტემბერი 20:25, 2020 წელი

თამამი და სკანდალებით სავსე ცხოვრებით ცნობილი მერსი სულხანიშვილი, პირად ცხოვრებაზე საუბარისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ პირადი, იმიტომაა პირადი რომ საჯაროდ არ უნდა განიხილო.

ამასთან, მერსი ურთიერთობაში ფინანასების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, კაცი, რომელიც მის ყურადღებას დაიმსახურებს, მიზანდასახული და ჭკვიანი უნდა იყოს.


გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნდა და სადაც მერსი სასურველი მამაკაცის დამახასიათებელ თვისებებზე საუბრობს:


 


– რატომ მალავს მერსი სულხანიშვილი პირად ცხოვრებას?


– არ ვმალავ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პირადი არის პირადი. თუმცა, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, რაზე საუბარსაც საჭიროდ ჩავთვლიდი.  


– ძალიან ხშირად ვრცელდება ჭორები შენი და ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი მამაკაცების რომანის შესახებ და ბევრს, ალბათ, ჰგონია, რომ შენთვის პირად ურთიერთობებში მთავარი მამაკაცის ფინანსებია. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?


– თავად ახსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჭორია. მთავარი არ არის, თუმცა  ფინანსები მნიშვნელოვანია. მეტსაც გეტყვით, ადამიანი ავადმყოფად მიმაჩნია, ვისაც ფული არ უყვარს ან ბოროტებად მიაჩნია.  


– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენი სიყვარული დაიმსახუროს?


– აუცილებლად უნდა იყოს: ჩამოყალიბებული, წარმატებული, განათლებული, მიზანდასახული, ჭკვიანი და შემდგარი ადამიანი. პირველ რიგში კი, რომ დავინახავ, უნდა მომეწონოს. აქ გარეგნობაც იგულისხმება, „ქერა და ცისფერთვალება უნდა იყოს“ – ასეთი კრიტერიუმები არასერიოზული მგონია, მაგრამ რაღაცით უნდა მომხიბლოს.


– მძიმედ გადაგაქვს ურთიერთობის დასრულება?


– ნებისმიერი ურთიერთობა იწყება და შეიძლება, დასრულდეს. როცა ვასრულებ, უბრალოდ და ძალიან მარტივად ვუსვამ წერტილს. ვფიქრობ, თუ სრულდება, ასეც უნდა მომხდარიყო, ცხოვრება კი გრძელდება. ალბათ, ძალიან არასდროს მყვარებია. ასე რომ, როცა მეყვარება, მაგ კითხვაზე მაშინ გაგცემთ პასუხს (იცინის).


 

წყარო: თბილისელები