ცოლი ეკლესიაში თმით გადაათრია… ხატთან შემფიცე რასაც იშოვი, ყველაფერს სახლში გამოგზავნიო - როზა ბოგვერაძე

  • სარკე
  • 2 სექტემბერი 18:30, 2020 წელი

თერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ბებია, როზა ბოგვერაძე აბობს, რომ მისი სიძე ცოლზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად სისტემეტურად ძალადობდა.

- ის ჰყვება რომ ქალიშვილი 15 წლის ასაკში გათხოვდა და ამის შემდეგ, ქმარი მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა.


– ჩემს სიძეს სადისტური თვისებები ჰქონდა, სხვისი დამცირებით და ფიზიკური ძალადობით კმაყოფილდებოდა. ჩემი ქალიშვილი რამდენჯერ ისე გაულახავს, ფეხზე ვერ დგებოდა.


– რატომ არ აკავებდნენ სამართალდამცავები თქვენს სიძეს, თუ ასეთი მოძალადე იყო?


– მე იმას გეუბნებით,  წლების წინ რაც ხდებოდა. მერე ჩემი შვილი საბერძნეთში წავიდა – ეს იყო 10 წლის წინ.


მეუღლე ვეღარ სცემდა, გოგოებს კი ეჩხუბებოდა, მაგრამ პოლიციას აღარ ვეუბნებოდით. სამართალდამცველებიც აღარ რეაგირებდნენ ამ კაცის სადისტობაზე, ყველა შეეჩვია. მეზობლებმა მითხრეს დავიღალეთ. პოლიცია რამდენჯერაც გამოვიძახეთ, იმდენჯერ გაარკვია ვინ დარეკა ცხელ ხაზზე, ჩვენც ოჯახები გვყავსო. ჩემი სიძე მათთან სახლში მივარდნილა და ოჯახები დაურბევია. აუტანელი კაცი იყო. ჩემი შვილი სანამ საბერძნეთში წავიდოდა, ეკლესიაში თმით გადათრია და დააფიცა, ხატთან შემფიცე, რომ რასაც იშოვი, ყველაფერს სახლში გამოაგზავნიო.


ცნობისთვის, 23 აგვისტოს თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს. 

წყარო: სარკე