ხელები ყელში მოვუჭირე, შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ვერ გამაშვებინა - ბრალდებულის ჩვენება

  • სარკე
  • 2 სექტემბერი 17:04, 2020 წელი

ამბროლაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 19 წლის ახალგაზრდებს, იური ქურციკიძესა და ვლადიმერ სამხარაძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ლასო აბუთიძე მათ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაგუდეს და მიატოვეს.

ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებული ქურციკიძე დანაშაულს აღიარებს, ვლადიმერ სამხარაძე კი ამბობს, რომ მათ აშველებდა და დანაშაული არ ჩაუდენია.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი  ერთი უწყინარი საღამოთი დაიწყო. ლასო აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯებს აქირავებდა. ერთ-ერთი კოტეჯი ახალგაზრდა ქალებმა იქირავეს. მათ ახლობლად სახლში, სარემონტო სამუშაოებზე 19 წლის ბიჭები მუშაობდნენ.


მათ აბუთიძის მდგმურების გაცნობა გადაწყვიტეს, ქალებმა კი პასუხი არ გასცეს. იური ქურციკიძე და ვლადიმერ სამხარაძე, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გაღიზიანდნენ და ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მდგმურებმა კოტეჯის მეპატრონეს, ლასო აბუთიძეს დაურეკეს და ისიც მივიდა.


საქმესთან დაკავშირებით ჟურნალმა „სარკემ“ დაკავებულების ჩვენებები მოიპოვა.


დაკავებული იური ქურციკიძე ყვება, რომ მასსა და ლასო აბუთიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ამის შემდეგ ქურციკიძე აბუთიძის დახრჩობას შეეცადა.


რაც შეეხება ბრალდებული ვლადიმერ სამხარაძეს, ის ჩვენებაში წერს, რომ მხოლოდ გაშველებას ცდილობდა და მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.


„მათი გაშველება დავიწყე. გაშველებაში გოგონებიც ჩაერთნენ. ამ დროს მივაწექით ჭიშკარს, რომელიც ხის იყო, შეინგრა და ინერციით მიწაზე წავიქეცით. როდესაც წამოვდექი დავინახე იური ქურციკიძე, რომელიც ზურგით იწვა მიწაზე, გულმკერდზე ზურგით ჰყავდა მიბჯენილი ლასიკო აბუთიძე და მკლავები მის კისერზე ჰქონდა შემოხვეული და ახრჩობდა – ამბობს ჩვენებაში სამხარაძე.

წყარო: სარკე