ჩაქვში სასტუმრო „ოაზისი", სადაც 900 ვიზიტორი ისვენებს, ჩაიკეტა

  • 2 სექტემბერი 14:25, 2020 წელი

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ 900-მდე სტუმარს შენობის დატოვება დროებით აკრძალული აქვს. ამის შესახებ  დაიჯესტს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. შეზღუდვის მიზეზი ერთ-ერთი სტუმარი გახდა, რომელიც ტემპერატურის დაფიქსირების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

პირველადი ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდება.


ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმრო ეპიდემიოლოგების რჩევით, დროებით არც ახალ დამსვენებლებს იღებს და შეზღუდვის მოხსნა სავარაუდო ინფიცრებულის კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის პასუხზეა დამოკიდებული.