თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში მეხსიერების ბარათი აღმოაჩინეს

  • rustavi2.ge
  • 2 სექტემბერი 13:16, 2020 წელი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეისწავლიან ნივთებს, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდას ავტომობილიდან მტკიცებულებების სახით ამოიღეს.

მათ შორის საუბარია მეხსიერების ბარათზეც.


„ავტომობილში აღმოჩენილია, ჯერჯერობით, გაურკვეველი „ფლეშკა", არა ის „ფლეშკა", რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებებზე და რომელსაც ცნობენ და ვეძებთ დღემდე. ალბათ უფრო მუსიკალური იქნება. გარდა ამისა, ოჯახიდან წაღებულია გარკვეული ტექნიკა, WI-Fi-სთან დაკავშირებული როუტერის აპარატურა და ბევრი ისეთი ნივთი, რომელზეც ჩემი თანდასწრების გარეშე ექსპერტიზა არ ხდება,"- განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.


ცნობისთვის, 23 წლის კიბერუსაფრთხოების სპეციალიტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახს სუიციდის ვერსიის გამორიცხავს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge