წაიკითხეთ, სახალისოა - ქალი, რომ ქიმიური ელემენტი იყოს

  • თბილისელები
  • 31 აგვისტო 16:01, 2020 წელი

ჟურნალ „თბილისლების“ რუბრიკაში „ურთიერთობები“ სახალისო მასალა ვრცელდება, რომელშიც ქალი განხილულია, როგორც ქიმიური ელემენტი. 

წაიკითხეთ – სახალისოა.


დასახელება: ქალი.


ის, ვინც პირველად აღმოაჩინა: ადამი.


მასა – საშუალოდ 60 კილოგრამი, თუმცა, ასევე გვხვდება „ნიმუშები“ 40-დან 200 კილოგრამამდე.


გავრცელების მასშტაბი: ძალიან გავრცელებულია.


ფიზიკური თვისებები: დნება გარკვეული ზემოქმედების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება. მამაკაცები კი არა, ზოგჯერ თავადაც ვერ იგებენ, რატომ გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში.


ძალიან კარგად ურთიერთმოქმედებს კეთილშობილ ლითონებთან და ძვირფას ქვებთან (ძვირფასეულობასთან).


ზოგჯერ შეიძლება, მოულოდნელად ისე აფეთქდეს, რომ საწყის ეტაპზე ვეღარ დაბრუნდეს.


ფართოდ გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის, განსაკუთრებით ძვირფას ავტომობილებში.


წარმოადგენს წმენდისა და რეცხვის ძალიან ეფექტურ საშუალებას.


ხელს უწყობს მოდუნებასა და სტრესის მოხსნას.


გამოუცდელი მამაკაცის ხელში ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.


აკრძალულია ერთ ეგზემპლარზე მეტის ყოლა (ისევ თქვენს სასარგებლოდ).


P.S. შეიძლება, იყოლიოთ ერთზე მეტი, მაგრამ ერთმანეთისგან – ცალ-ცალკე, რომ არ მოხდეს მათ შორის ურთიერთმოქმედება და ამან არ გამოიწვიოს ჯერ აფეთქება, შემდეგ კი თქვენი ლიკვიდაცია.


 

წყარო: თბილისელები