სოფო ბედია: შემოსავლის გარეშე დავრჩი

  • სარკე
  • 31 აგვისტო 14:24, 2020 წელი

პანდემიის გამო მომღერალი სოფო ბედია და მისი ქმარი, მიშა მესხი,  შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წყვილს უჭირს იმის პროგნოზი გაკეთება, თუ როდის დასრულდება მათ ოჯახში ფინანსური კრიზისი.

სოფო სცენიდან გამოთავისუფლებულ დროს მთლიანად ოჯახს უთმობს. თუმცა, საყვარელი საქმის კეთება ენატრება და იმედოვნებს, მალე ყველაფერი გამოსწორდება.


გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელშიც სოფო პანდემიის დროს არსებულ კრიზისზე საუბრობს:


– სოფო, როგორ გამოიარეთ ის სირთულეები, რაც პანდემიამ მოგვიტანა?


– ჩემნაირი აქტიური ადამიანისთვის ფაქტობრივად გაჩერებულ რეჟიმში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. ძალიან გამიჭირდა იმ მხრივ, რომ საყვარელ საქმეს მოვწყდი. ძალიან ბევრი ღონისძიება და კონცერტი გამიუქმდა და შემოსავლის გარეშე დავრჩი. როდის რა განახლდება, არავინ იცის. დღესაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიცვლება მომღერლებისთვის სიტუაცია.


ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა ის, რომ ჩემს შვილებთან ბევრი დრო გავატარე. ოჯახს სულ ვენატრებოდი და ამჯერად ეს დანაკლისი შევივსეთ. კარგი კულინარი რომ ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მთელი ეს სამი თვე სამზარეულოდან არ გამოვდიოდი. ბევრი ახალი კერძიც მოვიგონე და, შეიძლება ითქვას, როგორც კულინარი, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავედი.


– როგორ ფიქრობთ, როდის დაუბრუნდებით სცენას?


- ნელ-ნელა ცოტა იმედები მესახება, მაგრამ, სანამ შეზღუდვა იქნება და ათკაციანი ქორწილები, შოუბიზნესში ვერაფერს გავაკეთებთ. სანამ ცხოვრების ძველ რიტმს არ დავუბრუნდებით, მანამდე წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა ავმუშავდეთ.


– ანუ ამ ეტაპზე მთლიანად მეუღლის შემოსავალზე ხართ დამოკიდებული?


– არა, ახლა ორივე აბსოლუტურად უმუშევრები ვართ. სწორედ ეს მაშინებს, როდის შევძლებთ ამუშავებას.

წყარო: სარკე