თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით

  • სხვადასხვა
  • 29 აგვისტო 19:06, 2020 წელი

კვირის ყოველ დღეს ჰყავს თავის მფარველი პლანეტა, რომელიც კვებავს მას საკუთარი ენერგეტიკით და ტოვებს კვალს ყველაფერზე, რასაც კი ადამიანი აკეთებს იმ დღის განმავლობაში.

იგივე ეხება თმის შეჭრის პროცესსაც. ამასთან, თუ იცით, რომელ დღეს დაიბადეთ, ნუ შეიჭრით თმას იმ დღეს, რადგან ამით შეეწინააღმდეგებით საკუთარ ბედს და წინ აღუდგებით ბედნიერებას.


ქვემოთ მოყვანილი თმის შეჭრის რეკომენდაციები კვირის დღეებისა და საკუთარი დაბადების დღის გათვალისწინებით:


ორშაბათი (მთვარე) - კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ყველა ნეგატივი და და პრობლემები უკან მოიტოვოთ.


ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირა დღეს დაბადებულთათვის.


სამშაბათი (მარსი) - თმის შეჭრა ახალი ენერგიით  აღგავსებთ, მოგანიჭებთ ძალას და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავიდან აგაცილებთ ცხოვრების მონოტონურობას. სასურველია ამ დღეს თმები შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა.


სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს და პარასკევს დაბადებულთათვის.


ოთხშაბათი (მერკური)- ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეთ მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი და გაიხსენოთ ძველი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს.


ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის.


ხუთშაბათი (იუპიტერი) - ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური ასპექტის პრობლემები. აგრეთვე: გახდეთ პოპულარული პიროვნება, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ ხშირად გაქვთ უსამართლობას და თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი შანსი წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.


ხუთშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს დაბადებულთათვის.


პარასკევი (ვენერა)- თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. ამ დღეს ორგანიზმში შენელებულია ბიოქიმიური პროცესები. თმის შეჭრით თქვენ იცვლით არა მხოლოდ ვარცხნილობას, არამედ გარეგნობასაც. შესაძლოა დაამყაროთ პერსპექტიული კონტაქტები და ამით კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.


შესაძლოა მოხდეს პირიქითაც. ამიტომ თუ გაკმაყოფილებთ თქვენი გარეგნობა, კონტაქტები და მგზნებარე ხასიათის ბუნება გაქვთ, უმჯობესია თმის შესაჭრელად სხვა დღე აირჩიოთ.


რამდენადაც პარასკევი ნეიტრალური დღეა, იგი ვერ იტანს ზედმეტობას და შეიძლება დაგაკარგვინოთ შინაგანი წონასწორობა. ზოგადად, პარასკევს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და იცვლის სტრუქტურას.


თუ გსურთ პარასკევს სტილისტ/პარიკმახერთან ვიზიტს ჰქონდეს დადებითი შედეგი, უმჯობესია გადახედოთ მთვარის კალენდარს.


პარასკევს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს დაბადებულთათვის.


შაბათი (სატურნი) - შესანიშნავი, ყველაზე საუკეთესო დღეა თმის შეჭრისთვის. თუ ძველ ლეგენდებს დავუჯერებთ, ამ დღეს შეჭრილ თმებთან ერთად, სუფთავდება კარმა, აღდგება თქვენი ბიოველი და თავისუფლდებით ნეგატიური გავლენებისგან.


ხდება ფსიქიკისა და მატერიალური კეთილდღეობის სტაბილიზაცია. ძლიერდება საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, აღდგება დაზიანებული თმის სტრუქტურა და თმა უფრო მაგარი და ჯანმრთელი ხდება.


შაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული კვირას დაბადებულთათვის.


კვირა (მზე) - არახელსაყრელი და ძალიან ცუდი დღეა თმის შესაჭრელად. თმის შეჭრასთან ერთად, შეძლება ზურგი შეგაქციოთ იღბალმა და კეთილდღეობამ.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა