მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში – ვისზე წერს ნიკა გვარამია

  • 25 აგვისტო 17:02, 2020 წელი

თერჯოლაში 11 წლის ბიჭი საკუთარმა მამამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც წერს, რომ მამას, რომელმაც შვილი მოკლა სიამოვნებით მოკლავდა.

დაიჯესტი გვარამიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ამ მამას მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში. არც მეტი, არც ნაკლები.


გინდა ლინჩის წესი მეძახეთ, გინდა ძალადობისკენ მომწოდებელი, გინდა რაც გინდათ ის. აი ასე, მოვკლავდი და ჩავბარდებოდი პოლიციას.  მთელი არსებით მძულს.“- წერს ნიკა გვარამია.


ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მშობელი დააკავა, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.