„ნაცმოძრაობის“ სურვილია, გიორგის ცხედარი მიგვერთმია და გამოეყვანათ პოლიტიკური თემად - ნიკოლაძე

  • ipress.ge
  • 25 აგვისტო 00:22, 2020 წელი

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ რევაზიშვილის დედის განცხადების საპასუხოდ, რომელიც ნიკოლაძეს საქმის გაყალბებაშ ადანაშაულებს, განაცხადა რომ მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.

ნიკოლაძის აზრით, საქმის სხვა კურსით წარმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.


„ამას აკეთებს ნაციონალურ მოძრაობა, მისი პირდაპირი სურვილია გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა. ეს შემიძლია ზუსტად ვთქვა. ამათ რომ ჰკითხო, ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს ხალხი მათ გამოძიებას, სინამდვილეში კი ისეთ მოძველებულ რამეს გვიჩვენებენ, რაც ათასჯერ არის ნათქვამი და ამოწურული. ჯერ ხიდზე ორი კაცი ვინ დაინახა, ვერ გეტყვით, მახარაძე ჯდება მანქანაში და მიდის ხიდებთან. იგივე მახარაძე შემდგომში ტრიალდება და ის გადადის. რაზე აპელირებენ? ეს არის სასამართლოში მათთვის არგუმენტი?


საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს. გუშინ ვუყურებდი ეთერში და დღემდე ვერ გაარკვიეს მერსედესი სად არის. არადა, ჩხუბობენ, რატომ მერსედესის მგზავრებს არ აბრალებენო. სად არის და საქმეში დევს და მე არ გეტყვით, იპოვეთ.” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.


ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გვამი მდინარე არაგვში იპოვეს, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შაქარაშვილს გარდაცვალებამდე მრავლობითი დაზიანებები მიაყენს. საქმეზე გამოძება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწო. დაკავებულია 17 პირი, რომელთაგან 5-ს 13-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge