უფრთხილდით! ეს კაცი ატყუებს გოგოებს ვითომ ფილმში იღებს და აუპატიურებს - მიმართვა საზოგადოებას

  • 24 აგვისტო 23:30, 2020 წელი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირბული გვერდი „Sos Ufrtxildit“ თამაზ ათანელის ფოტო აქვეყნებს და წერს, რომ ეს ადამიანი, ახალგაზრდებს მოტყუებით კასტინგზე იბარებს, სადაც მათზე ძალადობს.

როგორც პოსტის ავტორი წერს, ის 9 წლის წინ თავად იყო მსხვერპლი. ადამინი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, იმედს იტოვებს, რომ ათანელს რომელიმე მისი მსხვერპლი უჩივლებს და კანონის შესაბმისად დაისჯება.


„SOS! თამაზ ათანელი!


ერთ-ერთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ქალები საუბრობენ ღიად, ზოგჯერ ანონიმურადაც, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ 50-მდე ქალი ერთიდაიგივე კაცის-თამაზ ათანელის მსხვერპლია, 2010 წლიდან დღემდე. ეს ადამიანი დგას თბილისის ცენტრალურ უბნებში, აჩერებს გოგონებს (რომლებიც შვილიშვილად ერგებიან) სთავაზობს როლს ფილმში და მსუყე ჰონორარს, მეტი დამაჯერებლობისთვის ვითომ ტელეფონზე ურეკავენ ცნობილი მსახიობები. ახსენებს ყველა ცნობილ და წარმატებულ ადამიანს, სპონსორად მოიხსენიებს ბიზნესმენებს. ამ კაცს ამდენი წლის მანძილზე, მოტყუებთ მიჰყავს სხვადასხვა ადგილას გოგოები, ძალის გამოყენებით ამყარებით იძულებით ფიზიკურ კავშირს, საბედნიეროდ კომენტარებიდან გამომდინარე, რამდენიმე გამოიქცა, რამდენიმემ ახლობელი გაიყოლა, ზოგი გამოხედვაზეც კი მიუხვდა ჩანაფიქრს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი გოგო გააუპატიურა, დაუმახინჯა ფსიქიკა, ჯანმრთელობა და თვითონ თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას.


„ერთ დღეს როცა უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, (9 წლის წინ) რუსთაველზე ერთი კაცი მომიახლოვდა, კარგად ჩაცმული და სერიოზული, ასაკიანიც, მითხრა რომ ძალიან ლამაზი ვარ, იღებს ფილმს (ჩამომითვალა სპონსორები და მსახიობები) მომიყვა მთელი სცენა, მითხრა ნინიკოს როლი უნდა ითამაშოვო, 10 000 დოლარია ჰონორარიო) ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, თითოეული დეტალი, მოკლედ დავუჯერე, ნომერი მივეცი და შევუთანხმდი შეხვედრაზე. სრულწლოვანი ვიყავი, 20 წლის, მაგრამ რავიცი რატომ ვერ მივხვდი მის განზრახვას. მოკლედ ე.წ მეორე შეხვედრისას სადაც უნდა გადმოეცა ჩემი ტექსტი, ძალა იხმარა, მცემა. მემუქრებიდა ხმა არ ამოიღოვო. წამოსცდა 14 წლის გოგოებს ვჟიმავ და შენ რას წივიხარო. მოკლედ ძალა იხმარა და გამაუპატიურა. მას მერე დღე არ გავა მასზე არ ვიფიქრო, ქუჩაში მეშინია სიარული, მსგავს თემატიკაზე წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას ისევ ის გრძნობები მაქვს, ვკარგავ ხელ-ფეხში გრძნობას, ყელში ბურთი მეჩხირება, თითქოს ძალიან ცხელ წყალს მასხამენ თავზე, გულის რევის შეგრძნება მეუფლება... ის ისევ თავისუფალია, რადგან რამდენიმე ხნის წინ კაფეში დავინახე ძალიან პატარა გოგოსთან ერთად. ალბათ მომავალ მსხვერპლთან. ეს კაცი იყო თამაზ ათანელი“, - ჰყვება ერთ-ერთი მისი მსხვერპლი.
ეს და კიდევ მრავალი სხვა პოსტი მოჰყვა ამ თემას, გოგონები ყვებოდნენ როგორ აჩერებდა, როგორ ესაუბრებოდა, ყველაფერი თითმის იგივეა, სცენა, ფილმი, ნინიკოს როლი, რამდენიმეს ცინცაძის სახელითაც გაეცნო. თითქმის ყველასთან ამბობდა რომ ყოფილი მოცეკვავეა, ზოგთან მაკა ასათიანის პირველი კაცობაც კი უხსენებია. ყველამ ზუსტად აღწერა მისი ნაკვთები და შეღებილი თმა, ხმის ტემბრი.


მეგობრებო გთხოვთ იცნობდეთ ამ ადამიანს, იცოდეთ რა საფრთხის წინაშე ხართ, მესმის ძალიან რთულია ღიად ისაუბრო ამ ქვეყანაში გაუპატიურებაზრე, სადაც ისევ ქალს დასდებენ ბრალს, ალბათ გამომწვევად გეცვა, როგორ დაიჯერე, როგორ ვერ გამოიქეცი, ვისაც არ უნდა არ აუპატიურებენ და სხვა, მაგრამ იმედს ვიტოვებ ოდესმე გაბედავენ გოგონები და სარჩელით მიმართავენ პოლიციას.


p.s: სახელი, გვარი და ფოტო რეალურია, რადგან ამოიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა“, - ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.