4 წლის ემილის, რომელსაც ლეიკემია აქვს შესაძლოა კლინიკა დაატოვებინონ, მას დახმარება სჭირდება

  • 23 აგვისტო 20:03, 2020 წელი

პატარა ემილის საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს და იმ შემთხვევაში, თუ 10 დღის ვადაში მკურნალობის ხარჯებს არ დაფარავს, მას კლინიკას დაატოვებინებენ.

„ემილის დიაგნოზია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. მკურნალობას თურქეთში გადის. მეგობრებო, ემილიმ პარასკევს ქიმიოთერაპიის მე-4 კურსი დაიწყო, რომელიც ურთულესია, ზურგისტვინში უსხავენ ქიმიას და პარალელურად, უწყვეტად უკეთდება ქიმიის გადასხმები, რამაც გვერდითი ეფექტები გამოიწვია, ბავშვს აქვს ტემპერატურა, პირში გაუჩნდა ჭრილობები, სულ ტირის, უხასიათოდაა და მშობლებს სახლში წაყვანას ეხვეწება. ამას ფინანსური მხარეც ემატება, რაც გადამწყვეტია ემილის გამოჯანმრთელებაში. კლინიკამ 10 დღიანი ვადა მისცა ემილის ოჯახს თანხის გადასახდელად, თუ არადა მკურნალობა შეწყდება!!!! გესმით, ხალხო,თანხის არქონის გამო, ემილის გამოჯანმრთელება და მკურნალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას!!!! 15 000$ არის გადასახდელი, როგორ ვერ უნდა შევაგროვოთ ეს თანხა?!


ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, იმისათვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს!!!


უკვე მესამე დღეა, 1 კვირა გვაქვს დარჩენილი და თანხა საერთოდ ვერ გროვდება ყველას გთხოვთ, ვისაც რა შეგვიძლია, მცირედიც კი გადამწყვეტია ამ მომენტში!!!“ – წერს პატარა ემილის ახლობელი სოციალურ ქსელში.


საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებია
პირადი ნომერი: 01004002158
საქართველოს ბანკი
#GE13BG0000000161828101


 


საქართველოს ბანკში
უცხოური ვალუტის ჩარიხცვის შემთხვევაში
დაგჭირდებათ სვიფტი დოლარის შემთხვევაში
SWIFT: CITIUS33
SWIFT: BAGAGE22
ევროს შემთხვევაში
SWIFT: COBADEFF
SWIFT: BAGAGE22


თიბისი ბანკი:
#GE71TB7688145063600004
ყველანაირი ვალუტისთვის
#GE19TB7688145064300019