25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

  • 24 აგვისტო 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. მამაკაცებს გზაზე სირთულეები და მტრული დამოკიდებულება შეხვდებათ, ამიტომ ზედმეტ აქტიურობას ერიდეთ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ. ქალებს ვურჩევთ, მეგობრებთან უსარგებლო კამათს ერიდონ.


კურო


რთული დღეა. წარმატებამ შესაძლოა, ნებისმიერ წუთს გაქციოთ ზურგი. ფრთხილად იყავით, რომელიღაც ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი გელით. თავი შეიკავეთ ხალხმრავალი შეხვედრისგან. ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.


ტყუპები


არახელსაყრელიდღეა ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის. ოჯახში პრობლემები და პარტნიორებთან დაპირისპირება გელით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უხეშობა გარშემო მყოფ ადამიანებს გააღიზიანებს და სკანდალს გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ.


კირჩხიბი


შესაძლოა, მცირე სირთულეებს შეეჯახოთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა რისკს უკავშირდება. სავარაუდოდ, რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში ერთგული მეგობარი ან პარტნიორი დაგეხმარებათ. საქმიანი ვიზიტი გელით, რომელიც სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.


ლომი


დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. ახლად გაცნობილი ადამიანი ან გავლენიანი პირი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი. ამ დღეს მერყეობა ისევე სახიფათოა, როგორც აქტიური მოქმედება. შესაძლოა, სასურველ ადამიანთან დაკავშირებული სანუკვარი ოცნება აისრულოთ.


ქალწული


ეს დღე ურთიერთობებს გამოცდას მოუწყობს. საეჭვოა, რომელიმე წამოწყებამ სასურველი შედეგი მოგიტანოთ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი. ოჯახის ერთ-ერთი წევრის არასერიოზული მოქმედების გამო ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ამ დღეს თავი შეიკავეთ მეგობრებთან შეხვედრებისგან და ერიდეთ უსარგებლო კამათს.


სასწორი


ამ დღის დევიზია - დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის სასწორებისთვის. ბიზნესმენებს ფინანსური პრობლემები ელით, ამიტომ უმჯბესია, არ გარისკონ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა.


მორიელი


საშიში დღეა. გარშემო მყოფი ადამიანების მოქმედებები არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. მზად ხართ, საკუთარი სიმართლე ნებისმიერი ხერხით დაიცვათ - ისე, რომ შედეგებზე არ იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ისედაც რთულ სიტუაციას უფრო გაართულებს. ამ დღეს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, დაისვენოთ და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.


მშვილდოსანი


დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით.


თხის რქა


დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია ან არსებული ურთიერთობებით უკმაყოფილება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თავის ტკივილი და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მერწყული


ამ დღეს სიურპრიზები და ბედის საჩუქარი გელით. ყველა საქმე, პირდაპირ თუ ირიბად, ფინანსებს უკავშირდება. ოჯახში დაძაბული სიტუაციაა. გამორიცხული არ არის ეჭვიანობის სცენები და უსაფუძვლო ბრალდებები.


თევზები


ეს დღე სასიცოცხლო ძალების გააქტიურებას და შემოქმედებით აქტიურობას განასახიერებს. შესაძლოა, თევზებმა, რომლებიც ხელოვნებით ან ლიტერატურით არიან გატაცებულები, რაღაც უჩვეულო და გამორჩეული შექმნან. წარმატება და აღიარება ნერვიული სტრესისგან გათავისუფლებასა და წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.