არა ტყუილ დაპირებებს - კახა კახიშვილი

  • 23 აგვისტო 17:53, 2020 წელი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ისნის მოსახლეობას შეხვდა.  ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

კახიშვილის თქმით, მან მოსახლეობას  საკუთარი სტრატეგია გააცნო:


„საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ. საკმაოდ თბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ისნის რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. მათთან დიალოგი საინტერესო და ამავდროულად, ნაყოფიერი იყო. მათ ჩემი სტრატეგია გავაცანი, სანაცვლოდ კი გულითადი რჩევები მივიღეთ. „არა ტყუილ დაპირებებს” – ჩემი კამპანიის სლოგანმა ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მოწონება დაიმსახურა. დავპირდი, რომ მანკიერ პრაქტიკას, რაც ოპონენტების მისამართით ბრალდებებს გულისხმობს, ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასდროს გამოვიყენებ. კონსტრუქციული და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც ისნის რაიონის, თბილისისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.” - აღნიშნა კახიშვილმა.