მერაბ სეფაშვილი: ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ ძალიან მიშველა

  • სარკე
  • 23 აგვისტო 00:25, 2020 წელი

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ოჯახურ ცხოვრებაში რთული ეტაპია. მისმა ცოლმა, ნინო ჯურხაძემ, ინსულტი გადაიტანა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

როგორც მერაბი ამბობს, მკურნალობაში უკეთესი შედეგებია, თუმცა, ეს თემა მისთვის ისეთი მძიმეა, რომ საუბარი უჭირს.


– პანდემიამ დიდი სტრესი გამოიწვია ადამიანებში. ხომ არ გქონდათ დეპრესიის რაიმე ნიშნები?


– დეპრესიაში ასე ადვილად არ ვვარდები. საერთოდ მებრძოლი ტიპი ვარ. გაცნობიერებული მქონდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა და უფრო ჯანსაღად შევხედე ყველაფერს. მაგალითად, დღეს წავიკითხე ინფორმაცია, რომ ამერიკელებმა მიაგნეს წამალს, რომელიც ამ დაავადებას ორ-სამ დღეში არჩენს. სულ ვეძებ იმედის მომცემ ინფორმაციებს.


– სანამ ქვეყნები ჩაიკეტებოდა, ბევრს მოგზაურობდით. გადაურჩით კარანტინს?


– უკვე კორონავირუსის ამბავი იყო ატეხილი, როდესაც ისრაელში ვიყავი, ბოლო კონცერტები კი  საბერძნეთში ჩავატარე. თბილისში რომ დავბრუნდი, 2 კვირა სრულიად მარტომ თვითიზოლაციაში გავატარე. ამ პერიოდმა რომ გაიარა, ოჯახს შევუერთდი.


მაშინ კარანტინი ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო, მაგრამ სიფრთხილე მაინც გამოვიჩინე. ამ დროს ძალიან მიშველა რწმენამ და ლოცვებმა.


– თქვენს ცოლს, ქალბატონ ნინოს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. როგორია ახლა მისი მდგომარეობა?


– ღვთის წყალობით, უკეთესი მდგომარეობაა. გვერდში ვუდგავარ და ერთად ვცდილობთ, ყველაფერს მოვერიოთ. საერთოდ ეს ისეთი რთული თემაა ჩემთვის, რომ საუბარი არც მინდა.

წყარო: სარკე