რა პირობებში მუშაობდა „ინფექციური“ - შენობაში ჩვეულებრივად წვიმს - ვიდეო

  • 21 აგვისტო 13:42, 2020 წელი

„ასე ვამარცხებთ covid-19-ს... ადმინისტრაციული შენობა“ - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ინფექციური კლინიკის შენობაში ინტენსიურად წვიმს.


ეს ვიდეო 25 მაისს, კლინიკის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. 20 აგვისტოს კი საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საავადმყოფოს აღარ შეუძლია მიიღოს კორონავირუსით და აივ-ინფექციით ინფიცირებული პაციენტები.