როგორი იქნება განახლებული facebook?

  • primetime.ge
  • 21 აგვისტო 12:02, 2020 წელი

სექტემბრიდან ფეისბუქის კომპიუტერული ვერსია ყველასთვის ავტომატურად შეიცვლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ვერსია გულისხმობს ტექსტების ზომის გაზრდას და გამოქვეყნებული პოსტების უფრო მკაფიო ხედვას.

განხლების შემდეგ დაჩქარდება ჩატვირთვის დრო, აგრეთვე თქვენს ფეისბუქს დაემატება ე.წ. dark-რეჟიმი, რაც მომხმარებელს თვალების დაძაბვისგან დაიცავს.


მომხმარებლების ნაწილი ახალ დიზაინზე უკვე გადავიდა. კომპანიის განცხადებით, სექტემბრიდან, ახალი დიზაინი სტანდარტი გახდება ყველა მომხმარებლისათვის.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge