ჩაერიცხება თუ არა ბანკში „გაშავებულ“ მშობლებს ბავშვთა 200 ლარიანი დახმარება?

  • primetime.ge
  • 21 აგვისტო 10:24, 2020 წელი

მთავრობის დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200 ლარიანი დახმარება, საინტერესოა მიიღებენ თუ არა დახმარებას ბანკში ე.წ. გაშავებული პირები.

დადგენილებაში ვკითხულობთ, ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.


ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ბანკთან არამეგობრული დამოკიდებულებისა, მშობლები მაინც მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას.


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge