ონკოლოგიური პაციენტებისთვის ლიმიტის გაზრდა სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა - ნინა კობახიძე

  • 20 აგვისტო 21:18, 2020 წელი

„კარგი ამბავია ეს, ძალიან კარგი!“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-ს დირექტორი ნინა კობახიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის ლიმიტის გაზრდა (12 ათასიდან 20 ათასამდე) სახელმწიფოს მხრიდან არის ყველაზე სწორი და კარგი გადაწყვეტილება, რაც კი შეიძლება მიეღოთ. მოწყვლად ჯგუფებზე და კრიტიკულ დაავადებებზე გადასახადების გაადამხდელების და სახელმწიფოს მხარდაჭერა სწორი პოლიტიკაა ჯანდაცვის სექტორში. არამოწყვლადებმა და იმ ხალხმა, ვისაც აქვს შესაძლებლობა, თავად უნდა უზრუნველყონ გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მართვა (კერძო სამედიცინო დაზღვევის ჩართულობით). კარგი ამბავია ეს ძალიან კარგი!“, - აღნიშნავს ნინა კობახიძე.


ცნობისთვის, 20 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობას სრულად დააფინანსებს.