როდიდან გახდება ხელმისაწვდომი ონკოპაციენტებისთვის უფასო მკურნალობა?

  • 20 აგვისტო 13:48, 2020 წელი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქრთველოში ონკოდაავადებულების მკურნალობა სრულად დაუფინანსდებათ.

 

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, როდიდან გახდება ხელმისაწვდომი უფასო სერვისი? საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სექტემბრის თვიდან ამოქმედდება. თუმცა უწყებაში კონკრეტულ რიცხვს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.


მათივე ინფორმაციით, დაწესებული შეღავათი შეეხება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა ეხება.


„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩართული ნებისმიერი ონკოდაავადებულისთვის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი გაიზარდა. 12 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტიების ლიმიტი 20 ათასამდე, ხოლო 15 ათასიანი ლიმიტი 32 ათასამდე გაიზარდა. ონკოპაციენტებისთვის სრულიად უფასო მკურნალობა სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი“, - განუცხადეს „დაიჯესტს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.


ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო პრეპარატები დაავადების ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ.