ე.წ. კანონიერი ქურდი „ლოტი გული“ მოკლეს

  • primetime.ge
  • 20 აგვისტო 13:00, 2020 წელი

თურქული მედიის ცნობით, 20 აგვისტოს, ანტალიაში გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე „ლოტი გული“ მოკლეს.

მათივე ინფორმაციით, მას ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში, საუზმის დროს, თავში ესროლეს. ქილერი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს.


ნადირ სალიფოვი, რომელიც 2018 წელს აზერბაიჯანის ციხიდან მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა, ბოლო წლებში თურქეთში ცოხვრობდა.


აგრეთვე, კანონიერი ქურდი გახლავთ მისი ძმა ნამიკ სალიფოვიც. ძმები წარმოშობით დმანისიდან არიან.


მათ სახელს საქართველოში რამდენიმე კრიმინალური ისტორია უკავშირდება, მათ შორის დმანისსა და გარდაბანში ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული რამდნენიმე დაჯგუფების აქტიურობა. 


ცნობილია, რომ ნადირ სალიფოვს დაპირისპირება ჰქონდა ქართველ კანონიერ ქურდთან გურამ ჩიხლაძესთან, იგივე „კვეჟოვიჩთან“. ამ კონფლიქტის დეტალებს ქართველი და არამარტო ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები რამდენიმე დღის წინ ანტალიაში გამართულ შეკრებაზე განიხილავდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ შეკრების შემდეგ გადაწყდა სალიფოვის ლიკვიდაცია.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge