ამირხანაშვილს მონასტერში წასვლა უნდა - რატომ არ უშვებენ ოქროს მოწმეს ქალაქიდან

  • 19 აგვისტო 23:13, 2020 წელი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ქალაქის დატოვება უნდა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონასტერში გაშვებას სთხოვს, რაზეც უარი მიიღო.


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია და მონასტერში წასვლა ამიტომ სურს.


აგრეთვე, „მთავარი“ არხის წყაროს ინფორმაციით, ნაპოვნია ტელეფონი, რომელზეც გურამ ამირხანაშვილს ეკონტაქტებოდნენ და სხვადასხვა სახის ინფორმაციას იგებდნენ.


წყაროს თქმით, ამირხანაშვილს ტელეფონი გამომძიებლებმა მისცეს და გასაიდუმლოებული მიმოწერისთვის იყენებდნენ.