სცენარი რომ წავიკითხე, ცოტა გავოცდი, ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო - რას ჰყვება „ჩცდ-ს“ დათო?

  • სარკე
  • 19 აგვისტო 17:40, 2020 წელი

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილს საზოგადოება დათო გოცირიძის სახელით იცნობს. ის დაახლოებით 10 წელია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობს.

 

მსახიობი მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას, როცა მაყურებელთან ერთად გაიგებს, რა ბედი ელის დათო გოცირიძეს და მის ცოლს, ნინას.


„ვერასოდეს გაიგებ ქეთი დევდარიანი (სერიალის სცენარისტი) სცენარში რას და როგორ დაალაგებს. ვერ წარმოვიდგენდი, ეს სეზონი ასე თუ დამთავრდებოდა. მეც ისევე მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თითოეულ მაყურებელს.


ქეთიმ გოცირიძეების სახლში სიტუაცია ისე გაართულა, რომ მარტივი გამოსავალი აღარ იქნება. ვფიქრობ, ცხოვრებისეული სიუჟეტი ძალიან სერიოზულად გადმოიტანა სერიალში.


ორმა ადამიანმა რაც უნდა წლები იცხოვროს ერთად, ვთვლი, რომ არის მომენტები, როდესაც არ იცი შენი მეორე ნახევარი რას მოიმოქმედებს.


სცენარი რომ პირველად წავიკითხე, ცოტა გავოცდი. ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო. მეგონა, სხვა ფილმის სცენარს ვკითხულობდი. მოვლენების ასე განვითარება საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

წყარო: სარკე