ოთახიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა და ნომერში ინვენტარი დაზიანებული იყო - ლაშა კუხიანიძის საქმის დეტალები

  • სარკე
  • 19 აგვისტო 17:28, 2020 წელი

მსახიობი ლაშა კუხიანიძე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ჟურნალ „სარკის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ლაშა კუხიანიძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა და ძალიან ბედნიერი იყო.


ლაშა მსახიობი გახლდათ. ბათუმის დრამატულ თეატრში თამაშობდა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამომძიებლის როლს ასრულებდა.


ახალგაზრდა კაცს უკონფლიქტო, ჰუმანურ და ძალიან ნიჭიერ მსახიობად ახასიათებენ მეგობრები.


როგროც „სარკე“ იუწყება, საქმეში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა. ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ოთახიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა და ნომერში ინვენტარი დაზიანებული იყო, თუმცა, ეს ოფიციალური ინფორმაცია არაა და ზუსტი პასუხი ოჯახის წევრებს გამოძიებამ უნდა გასცეს.


 

წყარო: სარკე