თამუნამ ტყუპები რომ გააჩინა, დაინახა, გაუცინა და უცებ გული გაუჩერდა - მამა შვილების საქართველოში გაზრდას აპირებს

  • სარკე
  • 19 აგვისტო 15:15, 2020 წელი

3 აგვისტოს კლინიკა „ჰერაში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 9 წლიანი ლოდინის შემდეგ თამუნა მინაშვილი ტყუპებზე ორსულად იყო, თუმცა საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. 

თამუნას მეუღლე ინგლისელი პოლ-რობერტ ქერელია, რომელიც სოციალურ ქსელში მეუღლის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა და დაწერა, რომ თამუნა თავის ცხოვრებაში ყველაზე კარგი რამ იყო.

„ჩემი ლამაზი მეუღლე თამუნა ტრაგიკულად გარდაიცვალა 2020 წლის 3 აგვისტოს, ჩვენი შვილების – ენი როუზ ქერელის და დანიელ ჯეიმს ქერელის დაბადებიდან მალევე. ისეთი ლამაზი ცოლი იყო, თან ისეთი დიდი და მოსიყვარულე გულით, სიტყვები ძლივს აღწერს. მწუხარებით სავსე ვარ ჩემი ლამაზი თამუნას გამო. თამუნა, სადაც უნდა იყოს შენი სული, ძალიან მიყვარხარ“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც ტყუპების გაზრდას საქართველოში აპირებს.

აგრეთვე, თამუნას დეიდა, ანა ყუბანეიშვილი, გამოცემა „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თამუნამ ტყუპები რომ გააჩინა, დაინახა, გაუცინა და უცებ გული გაუჩერდა“.

წყარო: სარკე