არასდროს არ ზრუნავთ ამაზე... კეთილი ინებეთ და გაწმინდეთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან - ნანკა კალატოზიშვილი

  • facebook.com
  • 18 აგვისტო 20:28, 2020 წელი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებას არჩვენების შემდეგ ქუჩაში დარჩენილი საარჩევნო რეკლამების წაშლას სთხოვს. მისი აზრით, აღნიშნული საქმიანობა კანონით უნდა დარეგულირდეს და კედლების გაწმენდა მათ ოფიციალურად უნდა დაევალოთ.

„ქალაქის იერსახეს თუ ვუფრთხილდებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა სტენსილებს (კედლის მხატვრობას) ებრძვით და შლით, უმორჩილესად გთხოვთ – კეთილი ინებოთ და არჩევნების მერე ჩამოხსნათ და გაწმინდოთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან, რომლებსაც გაუთავებლად ვუყურებთ მერეც.


არასდროს არ ზრუნავთ ამაზე და ან ყველა პარტიამ დაიაროს და საკუთარი მოაშოროს, ან ქალაქის მერიამ იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ისე კანონსაც თუ შემოიღებთ და სავალდებულო იქნება, არ გვაწყენდა”, – წერს მსახიობი „ფეისბუქზე“.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com