იქნება თუ არა ქობულეთი ეპიდაფეთქების ზონა?

  • rustavi2.ge
  • 15 აგვისტო 17:51, 2020 წელი

15 აგვისტოს კორონავირუსი ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მომუშავე ქალს დაუდასტურდა, რომელსაც ვიზიტორებთან ახლო შეხება ჰქონდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ის კაფეში მისულ სტუმრებს თერმოსკრინინგს უტარებდა. მის კონტაქტებს ინფექციონისტები იკვლევენ.


აგრეთვე, რესტორნის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ინფიცირებულ ქალთან შეხება არ ჰქონიათ.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი, კაფემ კი მუშაობა განაახლა.


სამსახურში მეორე ცვლა მივიდა, რომელსაც ინფიცირებულთან ურთიერთობა არ ჰქონია.


პარალელურად, მედიკოსები დამსვენებლებს აფრთხილებენ, - ის ვინც ბოლო დღეებში ქობულეთის კაფე „ჰავანას“ სტუმრობდა და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს. 


აქვს თუ არა, რესტორანს სტუმრის მიღების უფლება და დაუწესდათ თუ არა, მათ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები „ჰავანას“ მენეჯერი განმარტავს, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, ჩატარდა რესტორნის დეზინფექცია და კაფე საშიშროებას არ წარმოადგენს.


„მოსულები იყვნენ და დილის 8 საათზე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მას შემდეგ ველოდებით პასუხებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა და რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.


როდესაც ჩვენთან მუშაობდა, ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა. ჩვენთან ყოველდღიურად მიმდინარეობდა თანაშრომლების თერმოსკრინინგი და სპეციალურ ჟურნალში ვსახავდით ხოლმე ყველას ტემპერატურას,“- აცხადებს სასტუმროს მენეჯერი. 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge