Pornhub-ზე ბაიერნი-ბარსელონას ვიდეო განთავსდა

  • 15 აგვისტო 16:23, 2020 წელი

გიფიქრიათ, რა საერთო აქვს პონროინდუსტრიას და სპორტს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, რთულია, თუმცა რამდენიმე ვერსიას გაგიმხელთ: 1. საიტის ადმინისტრატორი ან მფლობელი ფეხბურთის მოყვარული და ბაიერნის ფანია. 2. კორონავირუსის პერიოდში გამოცხადებული საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე ფეხბურთი უფრო გვენატრება, ვიდრე სექსი. დანარჩენი ვერსიები თქვენ შემოგვთავაზეთ.

ის, რომ PornHub-ი პორნო საიტია, ბევრმა იცის, მიუხედავად იმისა, შესულა თუ არა ერთხელ მაინც ამ „დიდებულ“ ვებ-გვერდზე. სწორედ  Pornhub-მა გადაწყვიტა ბაიერნისა და ბარსელონას შეხვედრა ჯერ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, შემდეგ კი, მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები საიტზე განეთავსებინა. 


14 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში, ბაიერნმა ბარსელონა 8:2 დაამარცხა.