მანანა თოდაძე: ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით

  • სარკე
  • 13 აგვისტო 16:29, 2020 წელი

მომღერალი მანანა თოდაძე, ადამიანებს, რომლებიც თბილისში ქირით ცხოვრობენ და ვაჭრობას ეწევიან სოფლებში დაბრუნებას ურჩევს.

მისი აზრით, ადგილმამულების დამუშავება და სოფლის მოღონიერება, ადამინებს ცხოვრებას გაუმარტივებს და ქვეყანაც უფრო გაძლიერდება.


„ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“, - ამბობს მანან თოდაძე „სარკესთნ“ საუბრისას.

წყარო: სარკე