რა აჩვენეს ბაჩალიაშვილის დედას სამინისტროში, რის გამოც ის ცუდად გახდა?

  • 12 აგვისტო 10:12, 2020 წელი

გუშინ, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ, ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საგამოძიებო უწყებაში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ოჯახის ადვოკატის თქმით, თეონა თამაზიშვილი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ნახეს.


„შვილის ხმის გაგონებაზე და ვიზუალურად შვილის დანახვაზე ცუდად გახდა. შვილს, რომ დაინახავ მაინც სულ სხვა შეგრძნებაა. მით უმეტეს, დედა მაინც სხვანაირად აღიქვამს. რთულია შვილს, რომ ხედავ ის შენთვის ყოველთვის ცოცხალია. ძალიან ცუდად გაგვიხდა ქალბატონი თეონა", - განაცხადა რამიშვილმა.


ცნობისთვის, 5 დღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მისი გარდაცვალებას ოჯახი სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს.


საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.


გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.