ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს დღეს?

  • fortuna.ge
  • 12 აგვისტო 10:00, 2020 წელი

მიხეილ ცაგარელის 12 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზსს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს.

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საოჯახო ტექნიკის, ავეჯის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების შესაძენად. პოზიტიური დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის,  კულტურული ღონისძეებეის ჩასატარებლად. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას.


ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი, თოფაზი,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისათვის, დღე დაძაბულია ლომთათვის და სასწორთათვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge