რატომ მოკლეს მაინცდამაინც შაქარაშვილი?

  • 11 აგვისტო 21:40, 2020 წელი

გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, საუბრობს საქმის მოტივის შესახებ, რატომ მაინცდამაინც გიორგი.

მისი თქმით, მკვლელობის მოტივი მუშავდება, განიხილეს სტანდარტული და არასტანდარტული მოტივი.


სტანდარტულად, ნიკოლაძის თქმით, ეს იყო დაპირისპირება ორ უბანს, ნახალოვკასა და საბურთალოს შორის, სადაც გიორგი საბურთალოს მხარეს იჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის არ უჩხუბია და აშველებდა, მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ გიორგი შემთხვევითობის მსხვერპლი იყო.


„გიორგი უმიზეზოდ მოკლეს, მის ადგილას შესაძლოა სხვა ყოფილიყო...


ჩვენ განვიხილეთ არასტანდარტული ვერსიაც სასიყვარულო ისტორიის შესახებ, თუმცა ეს მოტივი შესუსტებულია. ძირითადად არის ის ვერსია, რომ გიორგი შემთხვევით ჩაიგდეს ხელში და მოკლეს.“- განაცხადა ნიკოლაძე.


ცნობისთვის, პროკურატურამ 11 აგვისტოს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.