სროლა მინსკში - კალვარისკის ქუჩაზე ასამდე სამხედრო ფორმიანი პირი გამოჩნდა
- formulanews.ge
- 11 აგვისტო 00:17, 2020 წელი
ონლაინგამოცემა TuT.By-ს ინფორმაციით, მინსკში, კალვარისკის ქუჩაზე ასამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი გამოჩნდა, რომელთაც საბძოლო აღჭურვილობა აქვთ.
რამდენიმე ათეულმა სამართალდამცველმა კალვარისკის ხიდი გადაკეტა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. გამოცემის ცნობით, ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.