ნეგატიური დღეა თმის შეჭრისათვის - დღის რჩევა

  • fortuna.ge
  • 9 აგვისტო 10:10, 2020 წელი

მიხეილ ცაგარელის 9 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს.

დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.


პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად, ცნობიერების გასაფართოვებლად, ახალი გამოცდილების მისაღებად და მგზავრობისათვის. ნუ იჩქარებთ, მოერიდეთ კამათს და აგრესიის გამოვლენას. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებისათვის, თმის შეჭრისათვის, ხელშეკრულების დასადებად.


ჯანმრთელობა –  დღეს სუსტდება თავის ზონა, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანიოები, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი,  ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი,  ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა  ტყუპებისა და ლომისთვის,  დღე დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულის, თხის რაქისა და თევზებისათვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge