გერმანიაში ბმვ-ს მძღოლი რადარისთვის შუათითის ჩვენების გამო 75-მაგად დააჯარიმეს

  • ipress.ge
  • 7 აგვისტო 16:07, 2020 წელი

ბავარიის ოლქის ზედა ფრანკონიის რეგიონის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ბმვ-ს მძღოლი რადარისთვის შუათითის ჩვენების გამო 75-მაგად დააჯარიმეს.

70 კმ/სთ სიჩქარის ნაცვლად 81 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისთვიდ მძღოლს, კანონით 20 ევროს ჯარიმის გადახდა უნდა დაკისრებოდა, თუმცა საგზაო პოლიციის შეურაცხყოფის გამოც პოლიციამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტს იმსახურებდა.

ამიტომ სასამართლომ 26 წლის მძღოლს კამერის წინ შუა თითის დემონსტრირებით 1500 ევროს გადახდა დააკისრა და 1 თვით მანქანის მართვა აუკრძალა.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge