თამარი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა - რა წერია ექიმის დასკვნაში ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე

  • imedinews.ge
  • 6 აგვისტო 15:13, 2020 წელი

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი, სადაც ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი ექიმთან ვიზიტის დროს.

როგორც ექიმი განმარტავს, თამარი საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. ექიმის თქმით, ეს ყველაფერი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული.


უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაშალიაშვილიც მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.


ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ტყეში მწყესმა იპოვა.


გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge