ხათუნა ჟორდანია - ვინც გამომიგზავნის ფორმა 100-ს ექიმის ხელმოწერით, მათ მივცემ ჩემს წამლებს

  • 4 აგვისტო 21:00, 2020 წელი

ხათუნა ჟორდანია, რომელიც რამდენიმე თვეა ფილტვის კიბოს ებრძვის, კვირაში ერთხელ ფეისბუქის გვერდის საშუალებით საკუთარ გულშემატკივრებს პირდაპრი ეთერით ეკონტაქტება.

ჟორდანია ამბობს, რომ მას სიმსივნესთან მებრძოლი ძალიან ბევრი ადამიანი ეკონტაქტება და ეუბნება, რომ ეს ფორმატი, მათ დაავადებასთან ბრძოლაში ეხმარებათ.


როგორც ჟორდანიამ აღნიშნა, მომავალში, როდესაც ის სიმსივნეს სრულად დაამარცხებს, შესაძლოა, ფონდიც შექმნას, თუმცა მანამდე, იმ ადამიანებს, ვისაც მედიკამენტები სჭირდებათ, ექიმის დანიშნულების საფუძველზე 2 სახეობის წამლის ჩუქებას დაპირდა.