გებრეიესუსი: COVID 19-ით ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ და დაიღუპონ

  • რეზონანსი
  • 30 ივლისი 23:52, 2020 წელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ ახალგაზრდებმა სიფრთხილე მოადუნეს.

მისივე თქმით, ახალ ვირუსთან ახალგაზრდებიც არ არიან უძლეველები, შეიძლება  ისინიც ინფიცირდნენ და დაიღუპნონ.


„ეს ადრე ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ – ახალგაზრდები არ არიან უძლეველები, ახალგაზრდებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ და ახალგაზრდებმაც შეიძლება ვირუსი სხვებს გადასდონ. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებმაც, როგორც სხვა ყველამ, უნდა მიიღონ იგივე სიფრთხილის ზომები, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

წყარო: რეზონანსი