„პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“ - ამირან გამყრელიძე
- imedinews.ge
- 7 ივლისი 00:06, 2020 წელი
„პანდემია გრძელდება და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„საფრთხეა ის, რომ თუ „წესიერად“ არ მოვიქცევით, არ დავიცავთ რეკომენდაციებს, ან ის ხალხი, ვინც თვითიზოლაციაშია, რეკომენდაციას არ დაიცავს ან საზღვრის კონტროლს ოდნავ შევასუსტებთ - შესაძლოა ინფექცია ქვეყანაში შემოვიდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 953 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 830, გარდაცვლილი - 15.