სად გააგრძელებს მუშაობას „ტვ პირველიდან“ წასული დიანა ტრაპაიძე

  • primetime.ge
  • 6 ივლისი 21:32

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელმაც ტვ პირველი რამდენიმე კვირის წინ დატოვა, მუშაობას „რუსთავი 2-ზე“ გააგრძელებს. პრაიმტაიმის ინფორმაციით, ჟურნალისტი „კურიერის“ წამყვანი იქნება.

როგორც დიანა ტრაპაიძე ამბობს, ტელევეზიასთან ხელშკრულება ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა უკვე ჰქონდა და „რუსთავი 2-ზე“ მისი კანდიდატურა დღის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად განიხილება.


ასევე, როგორც ჟურნალისტი პრაიმტამთან საუბრისას ამბობს, „ტვ პირველის“ დატოვების მიზეზი „რუსთავი 2-ზე“ გადასვლა არ ყოფილა.


„ტვ პირველიდან როცა წამოვედი, არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და მივიღე ეს შემოთავაზება“- ამბობს ჟურნალისტი.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge