„გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, ორი სას­წრა­ფო უდ­გას დღე­ში დე­და­მისს სახ­ლთან“- მირიან ნიკოლაძე

  • fortuna.ge
  • 6 ივლისი 20:45

19 წლის გა­რდაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს.

მისი თქმით, შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია. გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ, კი ფეხბურთელის დედა ცუდად გახდა. ბიძის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ დედამისი, ცუდად გახდა.

„დღეს რა სი­უ­ჟე­ტიც გა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, იყო სრუ­ლი სიც­რუე. სა­ი­დან მო­აქვთ, ან სა­ი­დან იგო­ნე­ბენ?! რო­გორც ვას­კვნი, ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე მე­ტად, სკან­და­ლე­ბი და რე­ი­ტინ­გე­ბი აღელ­ვებთ. მე არ მი­ნა­ხავს ეს სი­უ­ჟე­ტი. გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო. ყო­ველ­დღე უყუ­რებს ეს გოგო მისი შვი­ლის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მებს და გული უს­კდე­ბა. ნა­მუ­სი არ აქვთ მა­გათ, არც შვი­ლი აინ­ტე­რე­სებთ და არც დედა. ორი სას­წრა­ფო უდ­გას დღე­ში დე­და­მისს სახ­ლთან.


სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, რომ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და?! არა­ნა­ი­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა არ ჰქონ­და გი­ორ­გის. მას რაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქო­და, ისი­ნი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით. კი­დევ ყურ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ გავ­რცელ­და ინფორ­მა­ცია, თით­ქოს მოც­ლი­ლი ჰქონ­და, ესეც სიც­რუ­ეა. ექ­სპერ­ტმა ბევ­რჯერ თქვა გარ­კვე­ვით, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა რა­მეს მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ველს ამ ეტაპ­ზე. მას ჰქონ­და რო­გორც გა­რე­გა­ნი, ისე ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი, რო­დის და რის­გან მი­ად­გა ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა წყალ­ში ჩა­ვარ­დნის მერე მი­ად­გა, შე­იძ­ლე­ბა მა­ნამ­დე და მერე გა­და­აგ­დეს წყალ­ში. სწო­რედ ამ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზამ და ამას ლა­ბორ­ტა­ო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და დრო სჭირ­დე­ბა“, - აცხა­დებს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.


დღეს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის კიდურის მოტეხილობაც. საუბარია მარჯვენა ხელის მოტეხილობაზე, ასევე არის დაზიანებები მკლავზე და ტუჩზე ნახეთქი ჭრილობები.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.


ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge