რატომ გაჩერდა საბურთალოს ხაზზე მეტრო 10 წუთით?

  • rustavi2.ge
  • 6 ივლისი 20:27

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა შეფერხდა. როგორც „რუსთავი 2-ს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყო და მოძრაობა სულ 10 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge