„ჩემი ტკივილნარევი ბედნიერება რატომ გიკვირთ?“ - ხატია წერეთელი

  • 6 ივლისი 18:43

მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადეობას მიმართავს.

„თქვენ რომ ტრასაზე დადიხართ, მე ორ მაგდენს ბეწვის ხიდზე გავდივარ, თქვენ რომ ხონჩით მოგართვეს, მე ის დიდი შრომის ფასად მივიღე, და მაინც ჩემი ტკივილნარევი ბედნიერება რატომ გიკვირთ?“- წერს ხატია წერეთელი.



​მომღერალი ხატია წერეთელი ეპატაჟურობითა და თამამი კლიპებით მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. მისი რომანიც საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო, რადგან სასიყვარულო რომანი მასზე გაცილებით პატარა ასაკის ბიჭთან აქვს.