„ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია… ამდენი არაკაცი ერთად რა დაბადების დღემ შეგკრიბათ...“ - სალომე გოგიაშვილი

  • 6 ივლისი 16:17, 2020 წელი

ტელესახე სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმის მიმდინარეობას ეხმაურება და დაბადების დღეზე მყოფებს არაკაცებად მოიხსენიებს.

„დაიჯესტი“  სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ყოველ დილას იმ ინტერესით ვხსნი „ფეისბუქს“, რომ იქნებ რამე ახალი დაიდო შაქარაშვილის საქმეზე… არაფერს ახალს არ ვიტყვი. სულ ამ ბავშვზე მეფიქრება და მინდა ვიცოდე, რა დაემართა, როგორ, რატომ…


ყოველ ახალ ინფორმაციაზე ახალი და უამრავი კითხვა ჩნდება, მაგრამ რაც უნდა გვითხრან, როგორც უნდა გაიხსნას გამოძიება, აი, ის არაკაცები, რომლებიც თავისი ტრ…ის გადასარჩენად, ზოგი ტაქსით წამოვიდა, ზოგი ფოტოებს შლიდა და ზოგი ახლაც მალავს ფაქტებს. ერთს გეტყვით, ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია… ხართ გარეულები, არ ხართ, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, კაცი დატოვეთ და არ უშველეთ!!!! ბოდიში ემოციისთვის მაგრამ ამდენი არაკაცი ერთად რა დაბადების დღემ შეგკრიბათ…“- წერს სალომე გოგიაშვილი.


19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.


ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა.  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.