ონლაინ შეხვედრისას შხაპის მიღების გამო პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა

  • theguardian.com
  • 6 ივლისი 10:40

ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში, მერის მრჩეველმა ონლაინ შეხვედრაზე შხაპის მიღება გადაწყვიტა, რის გამოც თანამდებობის დატოვება მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ TheGuardian-ი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას რომელზეც მუნიციპალიტეტის პრობლემას განიხილავდნენ, ჟურნალისტები და მოქალაქეები უყურებდნენ.


ბერნარდო ბუსტილომ, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და მეორე პროფესიით ცურვის ინსტრუქტორია, თქვა, რომ მეორე სამსახურში წასვლამდე შხაპის მიღებას ვეღარ ასწრებდა.


პრობლემის გადაჭრა მან მულტითასქინგით გადაწყვიტა და აბაზანაში კომპიუტერით შევიდა, რათა ბანაობის პარალელურად შეხვედრისთვის მოესმინა.


როგორც გაირკვა, კამერა ჩართული დარჩა და მუნიციპალიტეტის პრობლემის განხილვისას, ეკრანის კუთხეში მისი ბანაობის კადრები გავიდა, თუმცა კადრების დიდი ნაწილი ორთქლის გამო დაბურული იყო.

სრული ვერსიის ნახვა theguardian.com