„ლიფტის კარი გამოამტვრიეს და გამოიყვანეს“ - როგორია შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა?

  • 3 ივლისი 15:40

„გლდანში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ - ამის შესახებ „კურიერს“ გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც შახტში ჩავარდნილი ბავშვის ხმა გაიგეს, პირველ სართულზე ლიფტის კარი გამოამტვრიეს და მისი ამოყვანა ამგვარად მოახერხეს. 


„ბავშვი აღმოჩნდა ლიფტის შახტში იმ დროს, როდესაც ლიფტი მუშაობდა და დადიოდა. შეამჩნიეს, ბავშვის ხმა გაიგეს და შემდეგ მოხდა პირველ სართულზე ლიფტის კარის გამომტვრევა და ბავშვის ამოყვანა. ბავშვი ახლაც საავადმყოფოშია და მადლობა ღმერთს, გადარჩა, ცოცხალია, დროებით მართვით სუნთქვაზეა და არის სტაბილურად მძიმე, როგორც ექიმები ამბობენ. ამხანაგობას არ მოუმართავს ლიფტთან არსებული პრობლემით. ნებისმიერი საერთო საკუთრება, რომელიც არსებობს კორპუსებში, არის ამხანაგობის საკუთრება,"- განაცხადა გამგებელმა. 


მეზობლების ინფორმაციით, ლიფტი ძველი იყო და მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა.